weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისიის 5 წევრზე 1 183 150 ლარის ოდენობით ხელფასი გაიცა

20:25 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის - კახა ბექაურის, ვახტანგ აბაშიძის, ელისო ასანიძის, გიორგი ფრუიძისა და მერაბ ქათამაძის ხელფასმა 2016 წელს ჯამში 1 183 150 ლარი შეადგინა, რაც თითოეულ წევრზე თვეში საშუალოდ 19 719 ლარია.

მათ შორის, ყველაზე მაღალი ხელფასი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ მიიღო - 246 272 ლარი. კომისიის წევრის ელისო ასანიძის ანაზღაურება 234 911 ლარი იყო, კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარის კახა ბექაურისა და ასევე კომისიის სხვა დანარჩენი წევრების წლიურმა ხელფასმა კი 233 988 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს კომისიის იმავე წევრების ხელფასის ოდენობა ჯამში 1 034 590 ლარი იყო, ესე იგი 2016 წელს იგი თითქმის 150 000 ლარით გაიზარდა. 

კომუნიკაციების კომისიაშია დასაქმებული ელისო ასანიძის მეუღლე დავით ქუთათელაძეც. იგი კომისიის აპარატის მთავარ სპეციალისტად მუშაობს, ხელფასის სახით კი წელიწადში 73 420 ლარს იღებს.

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში საშუალოდ 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შრომის ანაზღაურება 2016 წელს სულ 51 370 ლარი იყო, ანუ თვეში საშუალოდ 4 280 ლარი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან შედგება.

კომისია წარმოადგენს მუდმივმოქმედ და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]